Accentnews.ge
რუსეთის არმიაში პანიკა დაიწყო –პოდოლიაკი

რუსეთის არმიაში პანიკა დაიწყო –პოდოლიაკი

22/07/2022 05:41:29 ევროპა

ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკას რუსეთის არმიაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"როგორც კი ჩვენი HIMARS გამოჩნდა, რუსეთის არმიაში პანიკა დაიწყო. რატომ? თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი იწვევს რუსი ოკუპანტების პანიკას. ამ ყველაფერს გრძნობენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება", - განმარტა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია:

"მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არავითარი დიპლომატია, არავითარი მინსკის ახალი ფორმატები არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ სამხედრო საშუალებებით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური, არც დეფაქტო, არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს ამ ტერიტორიებზე გავლენის მოსახდენად".

***

უკრაინისათვის რამდენიმე ერთეული ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემამ, რამდენიმე დღეში იმდენად გააძლიერა უკრაინის არმიის თავდაცვითი პოტენციალი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ღიად დაიმუქრა „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანების შეცვლით, თუ დასავლეთი კვლავ გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას. ერთ-ერთ ასეთ იარაღად ლავროვმა დაასახელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS.

უკრაინის სამხედროებმა 20 ივლისს დილით ცეცხლი გაუხსნეს ანტონოვკის ხიდს ხერსონის მახლობლად. ის დაზიანდა და ჩაიკეტა სატვირთო ტრანსპორტისთვის. მდინარე დნეპრზე გადებული 1,4-კილომეტრიანი ხიდი არის ძირითადი კომუნიკაცია და მწყობრიდან მისი გამოსვლის შემთხვევაში რუსეთის სამხედრო სარდლობას გაუჭირდება ამ რეგიონში თავმოყრილი სამხედრო დანაყოფების მომარაგება.

თავის ყოველდღიურ ბიულეტენში ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ აღნიშნული ხიდი რჩება „მნიშვნელოვან სისუსტედ“ მოსკოვისთვის, ხოლო მდინარე დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი გადამწყვეტი ფაქტორია ქალაქ ხერსონისთვის ბრძოლაში, რომელიც „პოლიტიკურად და სიმბოლურად“ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის.

მისი მეშვეობით რუსეთს შეუძლია საკუთარი ჯარების მომარაგება ან მათი გამოყვანა დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„ბოლო პერიოდში, როცა გრაფიკით დასავლეთმა მოგვაწოდა ის იარაღი, რაც შეიარაღებაში გვაქვს, განსაკუთრებით აქ HIMARS-ებზეა ლაპარაკი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და გენერალურმა შტაბმა სწორი საბრძოლო ტაქტიკა აირჩია. ანუ [ამ იარაღით] ფაქტობრივად ზურგში უნადგურებენ ლოგისტიკას. იქ საწყობებია, იქ სხვადასხვა რაღაცებია და გუშინ გვქონდა ბოლო ინფორმაცია, და სხვათა შორის ფეისბუკზეც დავდე, რომ [რუსებს] უკვე შიგნით და შიგნით გადააქვთ ეს იარაღის საწყობები. მაგრამ ეს იარაღის საწყობები კი გადააქვთ შიგნით, მაგრამ უკვე იმ ტემპით [რუსები] ვეღარ მიაწოდებენ წინა ხაზს ტყვია-წამალს. ამას ტრანსპორტი სჭირდება, სხვა ბევრი და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვძინავს. და პლუს, ამას ემატება, რომ სამხრეთიდან პარტიზანული დაჯგუფებები ძალიან კარგად მოქმედებენ და სწრაფად გვაწვდიან კოორდინატებს მათი გადაადგილების“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვანო ნადირაძემ, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის დაქვედებარებაში მყოფ დანაყოფს მეთაურობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S