Accentnews.ge
ლუკაშენკო: „უნდა შევჩერდეთ, დავასრულოთ ომი უკრაინაში"

ლუკაშენკო: „უნდა შევჩერდეთ, დავასრულოთ ომი უკრაინაში"

22/07/2022 05:50:15 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაი რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის წინადადებით გამოდის.

„უნდა შევჩერდეთ, მივაღწიოთ შეთანხმებას, დავასრულოთ ეს არეულობა, ოპერაცია და ომი უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ გავარკვიოთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს ბირთვული ომის უფსკრულია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ, რომელიც ბელარუსის ტერიტორიას უთმობს რუსეთს უკრაინაზე შეტევისთვის, ომის დაწყებასა და კონფლიქტის პროვოცირებაში კვლავ დასავლეთი დაადანაშაულა:

„თქვენ გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას,“ - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო მოსკოვს რომ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო, რომელსაც ის დასავლეთის სახელმწიფოებისგან ითხოვდა.

„რუსეთს რომ არ დაესწრო თქვენთვის, ნატო-ს წევრებო, თქვენ დაარტყამდით მას“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კრემლის მხარდაჭერისთვის ლუკაშენკოს რეჟიმიც დასავლეთის სანქციების ქვეშაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S