"უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი"
22/07/2022 09:14:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი განცხადებებს "უხერხულს" უწოდებს.
"უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული და, ასევე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში. საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ", -განაცხადა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა, დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვერ ერკვევა უფლებამოსილების ზღვარში, რომელიც გააჩნია:
"ძალიან უხერხული არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც გააჩნია მას. კონკრეტულად, როდესაც მან 78-ე მუხლზე გააკეთა მინიშნება. 78-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება საქართველოს კონსტიტუციის, სადაც კონსტიტუციური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წერია აქტივობაზე და არა შესაძლებლობების განმარტებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აქაც გამოჩნდა, რომ ის მაინცდამაინც ვერ ერკვევა ამ საკითხებში".
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს". ამასტან პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.


