Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, "სიცრუეს" უწოდებს

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, "სიცრუეს" უწოდებს

22/07/2022 09:18:43 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, "სიცრუეს" უწოდებს.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა მისაღები არ არის. უმჯობესია, პრეზიდენტმა ისაუბროს კონკრეტულ გაუკეთებელ ღონისძიებაზე ან მოქმედებაზე, რომლის შეუსრულებლობამაც შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ასეთ ვერაფერს აღმოვაჩენთ. ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დასაბუთების თვალსაზრისით მოიკოჭლებდა. ისე წარმოჩინდა, თითქოს ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი არ არის რუსეთის მიმართ, რაც არის ტყუილი, ეს არ არის სწორი შეფასება, ან შეიძლება პრეზიდენტი არაჯეროვნად არის ინფორმირებული. ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიღებული ყველა გადაწყვეტილების მონაწილე ყოფილიყო საქართველო, რაც უმნიშვნელო ფაქტორი არ არის. რაც შეეხება შეფასებებს, მკვეთრი შეფასებები იყო გაკეთებული, როცა საუბარია ომზე, ოკუპაციაზე. არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დაგვეკლო. პრეზიდენტი თუ იმას გულისხმობს, რატომ არ ვიყენებთ უცენზურო სიტყვებს, ეს არ არის სწორი საუბარი. სხვა არაფერი დაეწუნება ქართული ხელისუფლების რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში. შეფასება იმის თაობაზე, თითქოს ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს ხელისუფლება, სიცრუეა. როცა მეგობრებთან გვაქვს დისკუსია მეგობარ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები იყოს და ამ განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბება შეიძლება საჯარო სივრცეშიც გამოვიდეს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რიტორიკა ანტიდასავლურია. საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით ღირებულია დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობა, სადაც საკითხების უდიდეს უმრავლესობაზე ერთგვაროვანი ხედვაა. არის ცალკეული განსხვავებული, რაზეც დაუფარავად არის დისკუსია ამ თემებზე, რაც არ შეიძლება, ანტიდასავლურ რიტორიკად ჩაითვალოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს".

"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რიგი ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.

"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც მან აღნიშნა, "ომში საქართველოს ჩართვის თემა არის სრულიად მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S