
სოფელ დიდ ზანავში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
22/07/2022 10:29:00 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა განხორციელდა, შეიღება ოთახების კედლები, მოეწყო იატაკი, შეიღება შენობის გარე ფასადი და ჩაისვა კარ-ფანჯარა. დიდი ზანავის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ-შ.პ.ს „New ალგეთი“-მა განახორციელა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.