Accentnews.ge
"ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს"

"ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს"

22/07/2022 11:32:42 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს.

"ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს. არსებობს გარკვეული თემები, რომლებიც ეხება მაგალითად ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ არავინ არც სვამს შეკითხვას იმ 308 ევროპარლამენტარის წინაშე, თუ რატომ შეურაცხყოფს და რატომ არის ასეთი აგრესიული დამოკიდებულება მათი მხრიდან საქართველოს მიმართ. თუმცა იგივე დამოკიდებულება აქვთ მაგალითად პოლონეთის მიმართ და აქაც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურული ინტერესი დევს. რასაკვირველია, როცა ერთია ნაცმოძრაობა და სახალხო პარტია, ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი ერთ გუნდს წარმოადგენს, აქ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ობიექტური შეფასებები იყოს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება ჩვენს სტრატეგიას და მიმართულებას ევროატლანტიკური სივრცისაკენ, ვინაიდან ეს ჩვენ გვჭირდება და არც ევროკავშირს და არც აშშ-ს ასეთი სანდო საყრდენი კავკასიის რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში, ბევრი ქვეყანა არ ჰყავს, როგორიც საქართველოა", – აცხადებს ვოლსკი.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს".

"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რიგი ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.

"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც მან აღნიშნა, "ომში საქართველოს ჩართვის თემა არის სრულიად მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S