
ზელენსკი: "მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება"
22/07/2022 17:02:26 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ჯონსონისგან მან მიიღო გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება.
"მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".
.