Accentnews.ge
სომხეთი იარაღის ინდოეთისგან შეძენას აპირებს – მედია

სომხეთი იარაღის ინდოეთისგან შეძენას აპირებს – მედია

22/07/2022 18:09:13 კავკასია

სომხეთი ინდოეთისგან სამხედრო თვითმფრინავების და სხვა იარაღის შეძენას აპირებს. ამ მიზნით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გასულ თვეში ინდოეთს სტუმრობდა,– იუწყება ადგილობრივი მედიასაშუალება.

უცნობია, რა ღირებულების კონტრაქტზეა საუბარი და გაფორმდა თუ არა რაიმე ხელშეკრულება.

გამოცემას მოჰყავს სომეხი მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ ყარაბაღის ბოლოდროინდელმა ომმა ერევანი აიძულა, გადაეხედა სამხედრო საჭიროებებისთვის.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ომმა აჩვენა, თუ რამდენად უსარგებლო გამოდგა რუსული სამხედრო ტექნიკა თურქული შეიარაღების, განსაკუთრებით უპილოტო Bayraktar-ების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S