Accentnews.ge
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები – კვერენჩხილაძის საქმის განხილვამდე უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობაა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები – კვერენჩხილაძის საქმის განხილვამდე უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობაა

25/07/2022 08:05:42 პოლიტიკა, სამართალი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის საქმის განხილვამდე უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ისინი მოიწოდებენ უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით.

„საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა.

ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია.

მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ მოსამართლეების საჩივრის განხილვაზე მომხსენებელი მოსამართლის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას მოითხოვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S