Accentnews.ge
"პარალელური პროცესი ეწინააღმდეგება ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ერთად ჩაერთოს"

"პარალელური პროცესი ეწინააღმდეგება ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ერთად ჩაერთოს"

25/07/2022 12:51:35 პოლიტიკა

"პარალელური პროცესი არათუ ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12- პუნქტიანი შეთანხმების იდეას, არამედ ეწინააღმდეგება ევროპელი მეგობრების პირდაპირ მოთხოვნას, რომ სამუშაო პროცესში ყველა ერთად ჩაერთოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი შეფასებით, პარალელური პროცესი არის დამაბნეველი და გათვლილი კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე:

"ეს საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაში ვერ იქნება, რადგან პარტიული ინტერესია. ვფიქრობ, ყველამ უარი უნდა თქვას პარტიულ სეპარატიზმზე და მუშაობა იმ სამუშაო ჯგუფებში უნდა დაიწყოს, რომელიც არც "ქართული ოცნების" არის, არც ოპოზიციის - ეს პარლამენტშია შექმნილი, რომლის შექმნაზეც რეკომენდაცია ევროკომისიამ გასცა".

საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო. ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებენ „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S