Accentnews.ge
ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

26/07/2022 06:57:58 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გრიგორი გალაგანი პოსტიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვიქტორ ხორენკო დანიშნა,– იუწყება უკრაინული მედია.

„გათავისუფლდეს გრიგორი ანატოლიევიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

მედიის ცნობით, სხვა განკარგულებით, ზელენსკიმ ხორენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დანიშნა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ალექსანდროვიჩ ხორენკო", - ნათქვამია განკარგულებაში.

გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S