Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

26/07/2022 07:08:59 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს.

რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს.

"გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრ ქრისტინე თაკალანძეს არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს. იგი დაკავებული იყო საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციით, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ. უშიშროების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“, – ირწმუნება დე ფაქტო უშიშროების სამსახური.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ქართულად დაწერილი ბარათი. ამ ბარათზე კარგად ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი არაერთი ქართველი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს და პერიოდულად გალში ჩასვლას ცდილობს. ხშირია შემთხვევები, როცა ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს ოკუპირებულ რაიონში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ჩააქვთ საჭირო მედიკამენტები და სხვა პროდუქტი.

მომხდართან დაკავშირებით დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S