Accentnews.ge
ორბანის სკანდალური გამოსვლის შემდეგ მისმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

ორბანის სკანდალური გამოსვლის შემდეგ მისმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

26/07/2022 15:05:53 ევროპა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჟუზა ჰეგედიუშმა თანამდებობა დატოვა ვიქტორ ორბანის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მან ისაუბრა „ერის სიწმინდეზე“ და „ევროპის დაცემაზე“, -იუწყება HVG.

არსებული ცნობებით, ჰეგედიუში პასუხისმგებელი იყო სოციალურ საკითხებზე და ორბანთან დაახლოებით, ორი ათეული წლის განმავლობაში მეგობრობდა. 26 ივლისს კი მან გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, რომელიც ჟურნალისტებსაც მიაწოდა.

განცხადებაში ორბანის მრჩეველი წერს, რომ იძულებულია, თანამშრომლობა პრემიერ–მინისტრის "სამარცხვინო პოზიციის" გამო შეწყვიტოს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანმიმდევრული ანტილიბერალური ნაბიჯების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მწიფდებოდა და ორბანის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ეწინააღმდეგება მის ყველა ძირითად ღირებულებას, მას არჩევანი აღარ აქვს.

მან ორბანის გამოსვლა შეაფასა ღიად რასისტულად, „რომელიც გებელსს მოეწონებოდა" და და დასძენს, "ჩემს ყველაზე უარეს კოშმარებში ვერ წარმოვიდგენდი", რომ პრემიერ–მინისტრი ასე შორს წავიდოდა.

23 ივლისს ორბანმა წარმოადგინა ხედვა თანამედროვე სამყაროსა და მასში უნგრეთის ადგილის შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ის ეწინააღმდეგებოდა ევროპული და არაევროპული რასების „შერევას“, რამაც გამოიწვია ოპოზიციური პარტიებისა და ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთება.

მან ევროკავშირს ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა, თქვა, რომ სანქციები ჩაიშალა და რომ უკრაინა ვერასოდეს გაიმარჯვებს. გარდა ამისა, მან მიანიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თავიდან აცილება შეიძლებოდა და დასავლელ მოკავშირეებს ადანაშაულებს პუტინის მოთხოვნების შეუსრულებლობაში უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ორბანის განცხადებებს "რუსული პროპაგანდა" უწოდა. გარდა ამისა, მან მიანიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თავიდან აცილება შეიძლებოდა და დასავლელ მოკავშირეებს ადანაშაულებს პუტინის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ორბანის განცხადებებს "რუსული პროპაგანდა" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S