Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

26/07/2022 15:25:45 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ითხოვენ.

„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ამ დროისთვის პეტიციას 1000–ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მოთხოვნა განიხილოს, სულ მცირე, 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S