
ომის დაწყებიდან უკრაინაში 5237 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო
26/07/2022 16:55:31 ევროპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 5 237 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 348 ბავშვი. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აცხადებს.
ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 2019 კაცია, 1379 - ქალი, 143 გოგონა და 164 - ბიჭი, ასევე 41 ბავშვი და 1491 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
ომის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7035-ია, მათ შორის 1384 კაცი, 1017 ქალი, 150 გოგონა და 215 ბიჭი, ასევე 195 ბავშვი და 4074 ზრდასრულია, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
მსხვერპლის უმეტესობა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებშია, სადაც 3089 დაიღუპა და 3760 დაიჭრა.
ადამიანების სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი შორ მანძილზე მოქმედი ასაფეთქებელი იარაღი, მათ შორის, მძიმე არტილერია და ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებით გატყორცნილი რაკეტები, ასევე თვითმფრინავებიდან დაშენილი ცეცხლია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი მიიჩნევს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ინტენსიური ბრძოლების ადგილებიდან ინფორმაცია გვიან მოდის და ბევრი ცნობა საჭიროებს დადასტურებას.