
გერმანიამ უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკა მიაწოდა
26/07/2022 17:04:08 ევროპა
გერმანიამ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კვლავ მიაწოდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა.
როგორც უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის მინისტრ ქრისტინე ლამბრეხტზე დაყრდნობით წერს, უკრაინაში გაიგზავნა Mars II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარები, ასევე PzH-2000-ის ტიპის თვითმავალი ჯავშანჰაუბიცების სამი ერთეული.
უკრაინამ 25 ივლისს განაცხადა, რომ გერმანიიდან მიიღეს Gepard-ის ტიპის ანტისაჰაერო თვითმავალი ტანკები და რამდენიმე ათასი ერთეული შეაბამისი ამუნიცია. მინისტრის ცნობით, უკრაინაში გაიგზავნა Gepard-ის ხუთი ერთეული.