
ევროკავშირმა შესაძლოა, უკრაინული ელექტროენერგიის იმპორტი გააორმაგოს - ევროკომისარი
26/07/2022 17:29:20 ევროპა
ევროკომისარ კადრი სიმსონის განცხადებით, ევროკავშირს შეუძლია, გააორმაგოს უკრაინული ელექტროენერგიის იმპოტი ამ კვირაში,– ამის შესახებ „ინტერფაქსის“ცნობით, სიმსონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელ კოლეგა გერმან გალუშჩენკოის და ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მე გავაგრძელებ შემდეგი ნაბიჯის მხარდაჭერას - სრულფასოვანი ელექტროენერგიით ვაჭრობას უკრაინასთან. პირველი კომერციული ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიის გაცვლა დაიწყო ივნისის ბოლოს რუმინეთთან და ივლისში სლოვაკეთთან," – გაიხსენა ევროკომისარმა და დასძინა, "ამჟამად, სავაჭრო შესაძლებლობები 1500 მეგავატზეა. მაგრამ ევროპის გადამცემი ქსელის ოპერატორები იკრიბებიან ამ კვირაში და განიხილავენ ამ რაოდენობის გაორმაგებას".
მისი თქმით, უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ნაწილობრივ აანაზღაუროს გაზის დეფიციტი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა–ევროკავშირის ურთიერთობები მხოლოდ ხსენებული მიმართულებებით არ შემოიფარგლება:
„უკრაინას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობები, გახდეს ჩვენი სავაჭრო პარტნიორი უახლოეს წლებში“, - დასძინა მან.