ჩინური რაკეტა დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება

26-07-2022 22:14:25 ეს საინტერესოა

აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ცნობით, ჩინური რაკეტა, რომელიც ჰაინანის კუნძულიდან კვირას აფრინდა, დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება,– იუწყება CNN.

ვარაუდობენ, რომ რაკეტა მომავალ კვირას ჩამოვარდება, თუმცა მეცნიერები წინასწარ ვერ განსაზღვრავენ, სად დაეცემა ის.

„ეს არის 20 ტონა მეტალის ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში მოხვედრისას დაიმსხვრევა, მრავალი ნაჭერი - ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდი - ზედაპირზე მოაღწევს," - თქვა CNN–ის ცნობით, მაიკლ ბაიერსმა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

მისივე თქმით, კოსმოსური ნამსხვრევები უკიდურესად მინიმალურ რისკს წარმოადგენს ადამიანისთვის, მაგრამ თუ დიდი ნაწილები დასახლებულ რეგიონებში ჩამოვარდება, შესაძლებელია, ზიანიც გამოიწვიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები