
ჯონსონმა ზელენსკის ჩერჩილის სახელობის პრემია გადასცა
26/07/2022 18:21:20 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის საერთაშორისო პრემია გადასვა.
საზეიმო ცერემონია დაუნინგ სტრიტზე გაიმართა, რომელსაც ზელენსკი ვიდეოხიდის საშუალებით ესწრებოდა.
"დღეს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა უინსტონ ჩერჩილის სახელობის პრემია პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით", - აცხადებენ პრემიერის ოფისში.