Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში"

ირაკლი ღარიბაშვილი:"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში"

27/07/2022 06:51:24 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად

მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად

მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში”,-წერს პრემიერ-მინისტრი.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი:"კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S