
რუსულმა ძალებმა საკუთარი მოიერიშე ჩამოაგდეს
27/07/2022 08:02:40 ევროპა
ხერსონის ოლქში ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის ძალებმა საკუთარი Ka-52 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი გაანადგურეს, რომელმაც მანამდე შეცდომით რუსი სამხედროების პოზიციები დაბომბა,– იუწყება უკრაინის გენშტაბი.
"გასულ დღეს ხერსონის ოლქი რუსულმა Ka-52 ტიპის ვერტმფრენებმა ჩვენი დანაყოფების დაბომბვა განიზრახეს, თუმცა თავისიანების პოზიციები დაბომბეს. უკან დაბრუნებისას ოკუპანტების ვერტმფრენები რაშისტების შეშინებული საჰაერო თავდაცვის „მეგობრულ“ ცეცხლში მოჰყვნენ. რუსული საჰაერო თავდაცვა არასოდეს გამოირჩეოდა მაღალი სიზუსტით, ამიტომ დამპყრობლებმა სამიდან თავდამსხმელიდან ერთი Ka-52 ჩამოაგდეს“,- ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, „სამხრეთის“ სარდლობის ცნობით, მტრის ავიაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე სულ ოთხი დარტყმა განახორციელა, აქედან ორი ვერტმფრენით, თუმცა ამ თავდასხმებს უკრაინელ დამცველებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გარდა ამისა, "სამხრეთი" იუწყება, რომ ოკუპანტებმა Су-34 ტიპის თვითმფრინავიდან ბაშტანკას მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ორივე გაანადგურა.