
იტალიაში აეროპორტები პარალიზებულია
21/05/2019 05:36:56 სხვა, მსოფლიო
იტალიაში აეროპორტებისა და სადისპეტჩერო სამსახურის თანამშრომლებმა 24-საათიანი კოორდინირებული გაფიცვა გამოაცხადეს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია ასობით ავიარეისი.
აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ელიან, რომ ყველაზე მეტად გაფიცვა რომისა და მილანის აეროპორტებს დააზარალებს.