Accentnews.ge
ხერსონთან, ანტონოვსკის ხიდზე მოძრაობა შეწყდა დაბომბვის შემდეგ

ხერსონთან, ანტონოვსკის ხიდზე მოძრაობა შეწყდა დაბომბვის შემდეგ

27/07/2022 09:19:27 ევროპა

ანტონოვსკის ხიდი დნეპერზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ხერსონთან, 26-27 ივლისის ღამეს უკრაინელი სამხედროების მიერ დაბომბვის შემდეგ მთლიანად დაიხურა. ამის შესახებ ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ სტრემუსოვმა განაცხადა. დაბომბვა სავარაუდოდ, HIMARS-ის დახმარებით განხორციელდა.

უკრაინის სარდლობამ დაადასტურა, რომ ხიდზე დარტყმები ნამდვილად განხორციელდა.

ასევე იუწყებიან დნეპერთან სარკინიგზო ხიდის დაზიანების შესახებ.

სტრემუსოვის თქმით, ანტონოვსკის ხიდის მიმართულებით 10-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ხიდის ბურჯები არ ჩამონგრეულა.

ანტონოვსკის ხიდი, რომელსაც ამჟამად რუსული ჯარები აკონტროლებენ, დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი გადასასვლელია. მისი დახმარებით ამარაგებდნენ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მობილიზებულ რუსული ჯარების დაჯგუფებას. ბრიტანული დაზვერვა ყოველდღიურ მოხსენებაში იუწყება, რომ დნეპრის გადასასვლელების კონტროლი, სავარაუდოდ, მთავარი ფაქტორი იქნება ხერსონის რეგიონში ბრძოლების შედეგში.

მანამდე ხიდი უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა და სატვირთო მანქანებისთვის გადაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით, იმ დროს უკრაინელი სამხედროები HIMARS-ის დანადგარებსაც იყენებდნენ.

HIMARS-ის გამოყენებით, ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი დარტყმა განახორციელეს რუსეთის ჯარების ზურგში. აშშ-ის შეფასებით, უკრაინამ გაანადგურა 100-ზე მეტი „მაღალი ღირებულების“ რუსული სამიზნე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ განხორციელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S