Accentnews.ge
ელიზაბეთ რუდი: „საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები"

ელიზაბეთ რუდი: „საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები"

07/10/2019 12:22:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს.

ელიზაბეთ რუდის კოლხეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა აშშ-ს საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. 


„საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ პონტონით გადაცუროთ პალიასტომის ტბა, კაიაკით აისეირნოთ მდინარე ფიჩორზე, დაათვალიეროთ მკვიდრი და მიგრირებადი ფრინველები და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები. ბუნების დაცვა დღეს მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს",  - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. 




ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S