აზერბაიჯანს აშშ–ის სამხედრო დელეგაცია სტუმრობს

27-07-2022 16:17:57 კავკასია

აზერბაიჯანს ამერიკული დელეგაცია გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანის ხელმძღვანელობით სტუმრობს აშშ-სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის ფარგლებში.

როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისროზე დაყრდნობით იუწყება, დელეგაციამ სამხედრო ნაწილი და სამედიცინო დეპარტამენტი მოინახულა.

მედიის ცნობით, შეხვედრებზე განიხილეს აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა, ასევე ორმხრივი ინტერესის საკითხები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები