Accentnews.ge
რუსეთში აფხაზი "კანონიერი ქურდი" გარდაიცვალა

რუსეთში აფხაზი "კანონიერი ქურდი" გარდაიცვალა

27/07/2022 13:23:03 სამართალი

რუსეთში, ვლადიმირის ქალაქის საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის აფხაზი "კანონიერი ქურდი" ალხას აგრბა, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" "ალხას გუდაუცკის" სახელითაა ცნობილი - იუწყება «Прайм Крайм».

მისი ცნობით, "კანონიერი ქურდის" გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის ქრონიკული ციროზის გართულება გახდა.

2021 წლის 8 დეკემბერს ვლადიმირის რაიონულმა სასამართლომ ალხას აგრბას 10–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. ქურდის სტატუსისთვის, რომლის ფლობაც, მან არ უარყო.

"ზუსტად 40 წლის წინ ვლადიმირის ქალაქის საავადმყოფოში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზით გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი აფხაზეთიდან, ვალიკო სამუშია", – წერს «Прайм Крайм».

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S