Accentnews.ge
ილია მეორე - შტაინმაიერს: "ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ოკუპაციის ადგილიდან დაძრვა"

ილია მეორე - შტაინმაიერს: "ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ოკუპაციის ადგილიდან დაძრვა"

07/10/2019 13:03:02 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება

ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ოკუპაციის ადგილიდან დაძრვა, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

„გულითადად მოგესალმებით თქვენ, თქვენს მეუღლეს, თანმხლებ პირებს საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 % მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.  მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიებიდან. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს“, – მიმართა ილია მეორემ, "პირველი არხის" ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეძებს გამოსავალს, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას:

"თქვენ ახსენეთ, რომ უნდა მოიძებნოს კონფლიქტის გადაჭრის გზები. მინდა, გავიხსენო, როდესაც 2008 წლის ივლისში პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში, მაშინ გვინდოდა, მოგვეძებნა გამოსავალი, რომ ეს არ გადაზრდილიყო კონფლიქტში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვიცი, რომ თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას და, რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარე, რუსეთის აქტიური ჩართულობაც გარდაუვალია“. 

მისივე თქმით, ხვალ კონფლისქტისპირა სოფლებს ესტუმრება, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ხვალ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრებით ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც დაგვხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ იქ არსებული სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რას ვნახავთ, ძალიან კარგად ვიცი, რა სიტუაციაა და ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ამ საზღვრების გავლება და კონტროლი. ეს საზღვრის გავლება ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს ერთი მხრივ, არის ჰუმანიტარული მხარე და მეორე, ძალიან მაინტერესებს, როგორ ახერხებს ავტოკეფალური ეკლესია ასეთ სიტუაციაში ეკლესიური ერთობის შენარჩუნებას“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S