Accentnews.ge
სოხუმმა ქრისტინე თაკალანძეს "ქართული სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობის" ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სოხუმმა ქრისტინე თაკალანძეს "ქართული სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობის" ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

27/07/2022 18:28:02 კონფლიქტები

სოხუმმა საქართველოს 24 წლის მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს "ქართული სპეცსამსახურებისთვის ჯაშუშობის" ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თაკალანძე 26 ივლისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში "ქართული სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვების" ბრალდებით დააკავეს.

როგორც დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღინიშნა, თაკალანძის მობილურ ტელეფონში რუსული ბლოკ-საგუშაგოს ფოტო იპოვეს, რომელიც მან, ბრალდების მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს გადაუგზავნა.

თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს.

საქმეში მოწმეებად რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ფიგურირებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა "ცხელი ხაზი" და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება".

"საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", – აცხადებენ სუს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S