
შსს – ივნისში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა
28/07/2022 12:20:37 სამართალი
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, 2021 წელს – 30 783 –მა პირმა. გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ახალი მაჩვენებელი 340 %–ითაა გაზრდილი.
უწყების ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ამავე პერიოდში საქართველოში 28 989 ადამიანია შემოსული.
რუსეთის მოქალაქეების შემდეგ, ყველაზე მეტი – 86 565 მოქალაქე საქაღთველოში სომხეთიდან შემოვიდა, 69 973 მოქალაქე კი – თურქეთიდან.
აღსანიშნავია, რომ ივნისში უკრაინიდან 19 585 ადამიანი შემოვიდა.
ივნისის თვეში საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემები 6 ივლისს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაქვეყნა. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ივნისის თვეში რუსეთიდან საქართველოს საზღვარი რუსეთის 90 239-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.