Accentnews.ge
"პირადი შეხვედრა ეს ვერ იქნებოდა, რადგან ასეთი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის"

"პირადი შეხვედრა ეს ვერ იქნებოდა, რადგან ასეთი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის"

28/07/2022 14:13:31 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანეება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ.

კობახიძის თქმით, ეს ვერ იქნებოდა პირადი შეხვედრა, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის მეგობრობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

„მე ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა, პირადი შეხვედრა იმართება მეგობრებს შორის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი, ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ – აქედან გამომდინარე, სრული უფლება არსებობდა, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, ასევე ენჯეოების განცხადებაზე და ა.შ.“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ელჩს უნდა გამოეხატა თავისი პოზიცია მაშინაც, როდესაც მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და, ასევე, მაშინაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე იყო საუბარი:

"ეს არის ბიძინა ივანიშვილზე ორკესტრირებული შეტევა, რაშიც არის ჩართული რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები ასევე, 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი ჩართეს და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, რა თქმა უნდა, ელჩი ძალიან მარტივად ამ პროცესს გაემიჯნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს, მაგალითად, როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს, ვიღაცა როდესაც მთავრობის გადადგომას ითხოვს, ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს და ა.შ.".

კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას":

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S