Accentnews.ge
საფრანგეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავეს

28/07/2022 14:28:12 ევროპა

ფრანგმა მეხანძრეებმა ქვეყნის სამხრეთით ცეცხლის ლოკალიზება მოახდნეს, ხოლო სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე იპოვეს.

ხანძარი არდეშში 27 ივლისს გაჩნდა გაანადგურა 1000 ჰექტარი ტერიტორია.

იმავე დღეს სამართალდამცავებმა სავარაუდო ეჭვმიტანილი – 44 წლის მამაკაცი დააკავეს. ის დაკავების დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

28 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან დანაშაული აღიარა.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ხანძრის გაზრდილი საშიშროების გამო, 25 მწვანე ზონიდან 11-ში შესვლა აიკრძალა.

ივლისის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს ბრძოლა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ტყის ორ ფართომასშტაბიან ხანძართან, რამაც მთლიანობაში გაანადგურა 21000 ჰექტარი და აიძულა 30000-ზე მეტი ადამიანი, ევაკუაცია განეხორციელებინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S