Accentnews.ge
რუსეთმა ცხინვალის "თავდაცვის სამინისტროს" სამხედრო ტექნიკა გადასცა

რუსეთმა ცხინვალის "თავდაცვის სამინისტროს" სამხედრო ტექნიკა გადასცა

28/07/2022 15:45:58 კონფლიქტები

რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საინჟინრო და სამშენებლო ტექნიკის გადასცა.

როგორც გადაცემის ცერემონიალზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, „ტექნიკა ძირითადად დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული“.

მისივე თქმით, „საჭიროების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ხალხი ყოველთვის მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, ინტერესები და თავისი რესპუბლიკის უსაფრთხოება“:

„დღეს ჩვენ ვართ კიდევ ერთი შედეგის მომსწრე, რომელიც მიღწეულია იმ შეთანხმებების ურთიერთქმედების და იმპლემენტაციის ფარგლებში, რომელიც მანამდე გაფორმდა რუსეთთან“.

როგორც გაგლოევი აცხადებს, მას ეჭვი არ მეპარება, რომ „სპეცოპერაცია“, რომელსაც დღეს ატარებს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში, ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ის ნამდვილად გაიმარჯვებს.

ე.წ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ფუხაევმა აღნიშნა, რომ დღეს, ადრე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საინჟინრო აღჭურვილობას გადასცემს:

„ჩვენი სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებს შორის ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაა, - დააზუსტა ფუხაევმა, - ხელმოწერილია და წარმატებით ხორციელდება უწყებათაშორისი ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ასევე ყურადღების ცენტრშია უსაფრთხოების ერთიანი კონტურის შენარჩუნების საკითხები".

ფუხაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ თავდაცვის სამინისტრო შემოსული აღჭურვილობის წყალობით შეძლებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის ამაღლებას.

გადაცემული ტექნიკის სახეობებისა და რაოდენობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S