Accentnews.ge
ავსტრიაში თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ავსტრიაში თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

28/07/2022 16:21:21 ევროპა

ავსტრია თურქეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის სამ საქმეს იძიებს,– იუწყება Kurier.

გამოცემის ცნობით, ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან თურქეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის ინფორმაციის გადაცემაში. კერძოდ, საუბარია, თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტის ფეითულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების შესახებ ცნობებზე.

28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ თურქული წარმოშობის სამ ავსტრიელს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს მონაცემთა გადამტანი საშუალებები და სასიგნალო პისტოლეტები.

როგორც თურქული გამოცემა Virgül წერს, ეჭვმიტანილებს შეეძლოთ გიულენის ავსტრიაში მცხოვრები 800–მდე მომხრის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.

2021 წლის აგვისტოში ავსტრიაში ერთი პირი უკვე გაასამართლეს იმავე დანაშაულისთვის.

გიულენი წარსულში ერდოღანის მოკავშირე იყო, ამჟამად ის აშშ-ში ცხოვრობს და ანკარა უშედეგოდ ითხოვს მის ექსტრადაციას. ანკარამ გიულენი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა, რასაც ბრალდებების ადრესატი უარყოფს. მას შემდენ თურქეთში ასობით მოქალაქე დააკავეს გიულენთა კავშირისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S