
დააკავეს ბიზნესმენები, რომლებიც რუს დივერსანტებს უკრაინულ პასპორტებს აძლევდნენ
28/07/2022 16:39:49 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა ბიზნესმენები, რომელთაც რუს დივერსანტებს უკრაინული პასპორტები „გადასცეს“.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მხილებული პირები უკრაინულ პასპორტებს უცხოელებისთვის აწარმოებდნენ. მათ კლიენტებს შორის იყვნენ რუსებიც, რომლებიც ახორციელებდნენ სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობას ოკუპანტების სასარგებლოდ.
გამოძიების თანახმად, სქემას ორგანიზება გაუწია დონეცკის საგადასახადო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც რეგიონის დროებითი ოკუპაციის შემდეგ ხარკოვში გადავიდა.
იუწყებიან, რომ მან ყალბი დოკუმენტების წარმოებისთვის სამართალდამცავ სისტემაში პირადი კავშირები გამოიყენა. ხოლო ყალბ დოკუმენტს 4000 დოლარად აფასებდა. უსაფრთხოების სამსახურმა მის ანგარიშზე 3 000 დოლარის წინასწარ ჩარიცხვა დააფიქსირა.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პასპორტის დამტვეთი სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა და ამ მიზნით ცდილობდა უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზებას.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის მწარმოებელი თანხის დარჩენილ ნაწილის აღებისას დააკავა.