„ცარიელი ხელებით არ ჩამოვსულვარ": ლიეტუვა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს

28-07-2022 23:25:32 ევროპა

ლიეტუვა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს,– ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ცარიელი ხელებით არ ჩამოვსულვარ. დღეს ახალი პაკეტი იქნება – საბრძოლო მასალები და ათი ჯავშანტექნიკა უნდა გადმოგცეთ. ჩვენ ასევე მალე გაჩვენებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებს.

ვიცით, რომ თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ეს სისტემები. ჩვენ არც სხვებს მივცემთ უფლებას, რომ დაგივიწყონ ან დაიღალონ, როგორც დასავლეთში ისე აღმოსავლეთში. ყველა ძალას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის მხრიდან დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მან ასევე მოუწოდა უკრაინის მთავრობას, არ გაჩერდნენ რეფორმების განხორციელების კუთხით. გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვას უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები