Accentnews.ge
მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე ბრალდებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე ბრალდებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

29/07/2022 07:11:43 სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი.

როგორც საია აცხადებს, სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეში დაზარალეულის ინტერესებს საია იცავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S