Accentnews.ge
პოლიციამ მარნეულში საქორწილო ესკორტის მანქანებიდან სროლის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმა

პოლიციამ მარნეულში საქორწილო ესკორტის მანქანებიდან სროლის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმა

29/07/2022 09:18:52 სამართალი

პოლიციამ მარნეულში საქორწილო ესკორტის მანქანებიდან სროლის გამო რამდენიმე პირი დააჯარიმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, უწყებას სროლის კადრები ერთ-ერთმა მედია-საშუალებამ მიაწოდა.

„გავრცელებული ვიდეოკადრები, აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიაწოდა. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება. კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი. პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S