
"უდიდესი მადლიერების ნიშნად" ცხინვალში ცენტრალური ქუჩა პუტინის სახელობის გახდა
07/10/2019 16:19:33 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელობის გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების გამოცემა რესი ავრცელებს.
ქუჩა აქამდე მოსკოვის სახელობის იყო. ცხინვალის დე-ფაქტო მერის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღეს, "უდიდესი მადლიერების ნიშნად".
სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება.