Accentnews.ge
გიორგი ვაშაძე – ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე: "ეს არის სამშობლოს ღალატი"

გიორგი ვაშაძე – ბიჭვინთის შესახებ პრემიერის განცხადებაზე: "ეს არის სამშობლოს ღალატი"

29/07/2022 11:44:53 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრემირი–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ბიჭვინთის საკითხის თაობაზე "სამშობლოს ღალატად" აფასებს.

„შოკირებული ვარ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰყოლოდა პირველი პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე იტყოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ატყდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა ვთქვათ - ეს არის სამშობლოს ღალატი!დავარქვათ თავის სახელი, მოღალატე ქვეყნის პრემიერი არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი პასუხი მის ამ განცხადებაზე, რომელიც შოკის მომგვრელია. დღესავით ნათელია - როგორ შეიძლება იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც პრემიერი ჰყავს მოღალატე, რაიმე განცხადება გააკეთოს. შოკში ვარ უბრალოდ, როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ღამე დაიძინონ და ასე ინდიფერენტულად უყურონ იმას, რაც ხდება", განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S