Accentnews.ge
შს მინისტრი: "ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია"

შს მინისტრი: "ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია"

29/07/2022 17:07:29 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია.

მისი თქმით, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"მინდა, პირველ რიგში, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს... სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია. დაშავებული ქართველი კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაჰყავს", – განაცხადა გომელაურმა.

შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S