
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
29/07/2022 21:06:02 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.