მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 94-ე კმ-სთან სამაშველო სამუშაოები განახლდა და მოძრაობა დროებით აკრძალულია

30-07-2022 10:00:29 რეგიონები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, შსს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით კვლავ აიკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები