მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

30-07-2022 11:22:28 რეგიონები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შსს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, დროებით კვლავ აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები