Accentnews.ge
სარჯველაძე - სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: "ეს ხრიკად განიხილება და ფუჭი მცდელობაა"

სარჯველაძე - სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: "ეს ხრიკად განიხილება და ფუჭი მცდელობაა"

01/08/2022 04:04:45 პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით.

"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლა დიდ გავლენას და ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას. ასე ეგონა, როცა საქართველოში ჩამოდიოდა და სხვა რეალობა დახვდა. ამაშია მისი პრობლემა. მეორეს მხრივ, ეს ხრიკად განიხილება - აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა, რადგან ეს ერთმანეთთან თანხვედრაშიც არ არის პოლიტიკაში ექნება თუ არა ყოფნის სურვილი მის საპატიმრო უფლების განხორციელებასთან და ერთმანეთთან სავაჭროდ გამოყენება მიუღებელი და წარმოუდგენელია", - განაცხადა სარჯველაძემ.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.

29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება:

"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე... შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მე შევედი და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. გამიკვირდა კიდეც...საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს".

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S