17 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ციხეში მძინარე თანასაკნელს ჭრილობები მიაყენა

01-08-2022 12:45:36 სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც 2021 წლის 4 მარტს ბათუმის ციხეში მძინარე თანასაკნელს დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.

კაცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები