გალერი – მედვედევის განცხადებაზე: "ერთადერთი ხელოვნური სისტემა კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო"
03/08/2022 07:21:23 პოლიტიკა
ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ერთადერთი ხელოვნური სისტემა კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო".
"საქართველოსა და ყაზახეთის ხელოვნურ სახელმწიფოებად მოხსენიების თაობაზე მედვედევის საუბრის მოსმენის შემდეგ უკანასკნელმა დასავლელებმა უნდა უკუადგონ თავიანთი ილუზიები რუსულ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ერთადერთი ხელოვნური სისტემა კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო. აღარასოდეს!", – წერს გალერი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: რატომ გაიხსენა მედვედევმა საქართველო.


