Accentnews.ge
IAEA -ს ინფორმაციით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული

IAEA -ს ინფორმაციით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული

03/08/2022 19:43:38 ევროპა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული.

"ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა", - განაცხადა გროსიმ.

გროსის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი გუნდი მზად იყო, ქარხანა მოენახულებინა, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება.

ცნობისთვის: ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S