პროკურატურამ მოსმენების საქმეზე დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი სცნო

04-08-2022 11:08:32 სამართალი

თბილისის პროკურატურამ უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების და თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი სცნო. ჟურნალისტების უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

მათ შორის არიან, უკვე დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები:

გიორგი მგელაძე – "რადიო თავისუფლება";

გელა ბოჩიკაშვილი – "On.ge";

ინგა გრიგოლია – "ტელეკომპანია პირველი";

ვასილ დაბრუნდაშვილი – "ტელეკომპანია პირველი";

ნინია კაკაბაძე – "საზოგადოებრივი მაუწყებელი";

თათია ხალიანი – "პუბლიკა";

ნინო ჟიჟილაშვილი – ტელეკომპანია "ფორმულა";

რუსუდან ჯაბანიშვილი – "ტელეკომპანია პირველი";

მანამდე პროკურატურამ გამოკითხა და დაზარალებულად აღიარა:

თამუნა ჩიხლაძე – ტელეკომპანია "ფორმულა";

სოფიკო მაისურაძე – ტელეკომპანია "ფორმულა";

გიორგი დარჩაშვილი – ტელეკომპანია "ფორმულა";

ნინო ბიძინაშვილი – გაზეთი "ბათუმელები / ნეტგაზეთი";

ნოდარ მელაძე – "ტელეკომპანია პირველი";

თამთა დოლენჯაშვილი – "ტელეკომპანია პირველი".

თავდაპირველად, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარიც გაიგზავნა.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა – მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს "ცხელი ხაზის" ნომერი: 555 795 776.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები