ოკუპირებული აფხაზეთის „საკონსტიტუციო სასამართლომ“ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

04-08-2022 13:27:09 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მასალები, "მიმართვის სამართლებრივად სრულყოფისთვის".

„პარლამენტმა“ "საკონსტიტუციო სასამართლოს" 1 აგვისტოს მიმამართა, დაედგინა 19 იანვარს ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.

სააგენტო "აფსნიპრესი" ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე დაყრდნობით წერს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს" აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა არ აკმაყოფილებდა ოკუპირებული აფხაზეთის „კონსტიტუციის“ მოთხოვნებს და მასალები "პარლამენტს" უკან დაუბრუნდა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს" აპარატი მიუთითებს, რომ „პარლამენტი“ მიმართვაში არ იძლება თავის ხედავს, სამართლებრივ დასაბუთებას "კონსტიტუციის" შესაბამისი ნორმების მითითებით. კერძოდ არ ჩანს „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" შეთანხმების კონკრეტული დებულებები და მისი გამოყენების წესი, რაც, "სასამართლოს“ მოსაზრებით ეწინააღმდეგება "კონსტიტუციას".

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ 3 დღის განმავლობაში შეუძლია გაასაჩივროს "საკონტიტუციო სასამართლოს" გადაწყეტილება, მასალების უკან დაბრუნების შესახებ და ხელახლა მიმართოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერ მოთხოვნილი იურიდიული ხარვეზების გასწორების შემდეგ.

25 ივლისს აფხაზური საინფორმაციო გამოცემის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 80 პროცენტი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია "პარლამენტთან" ხალხის შეკრებას ელოდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები