Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს

05/08/2022 07:15:32 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთმა უკრაინის ომში დაკარგა:

  • 1 792 ტანკი,
  • 4 032 ჯავშანტექნიკა,
  • 950 საარტილერიო სისტემა,
  • 260 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა,
  • 123 საჰაერო თავდაცვის სისტემა,
  • 223 თვითმფრინავი,
  • 191 ვერტმფრენი,
  • 742 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 182 ფრთოსანი რაკეტა,
  • 15 გემი/ნავი,
  • 2 964 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი,
  • 83 ერთეული სპეცტექნიკა.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები დონეცკის ოლქში უტევენ ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებს.

ამავე წყაროს ცნობით, ამ შემტევი ოპერაციით მოწინააღმდეგე ცდილობს ქალაქების, ბახმუტის და სოლედარის სრულად დაპყრობას და დონეცკის დასავლეთით კონტროლირებული ტერიტორიის გაფართოებას.

როგორც გენშტაბი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა ბახმუტის და ავდეევკის რაიონების 15-მდე დასახლებულ პუნქტში, არტილერიის და ტანკების გამოყენებით მიიტანეს იერიში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. გენერალური შტაბი შედეგებზე არაფერს იუწყება და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S